გფარავდეთ ლომისის მადლი!

წმინდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, სიმბოლო ვაჟკაცობისა და ძალისა. ლომისის წმინდა გიორგის ლოცვითა და მფარველობით ღმერთმა დიდი ძალა მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მისი მეოხებით, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.
იმედი გვაქვს ღვთისა, რომ აუცილებლად მალე ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლოკოს- პატრიარქის ილია ||-ის ქადაგებიდან ლომისობის დღესასწაულზე.
ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, მლეთა, 14 ივნისი, 2006 წ.

________________________________________

საპატრიარქო ტელევიზია "ერთსულოვნება" ს სტუმარი ასმათ ოქროპირიძე
“ლომისა”