შთაბეჭდილებათა წიგნი

Comments: 15
  • #15

    მანანა კობაიძე (Sunday, 08 September 2013 20:45)

    დიდი მადლობა ამ არაჩვეულბრივი საიტისათვის! რამდენი საოცარი მასალაა თავმოყრილი. ძალიან კარგია! ნამდვილი განძია.

  • #14

    ეთო (Friday, 14 June 2013 13:09)

    ქეთი ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის

  • #13

    ქეთი (Wednesday, 12 June 2013 17:48)

    ეთო, წელს ლომისობა 26 ივნისს არის.
    მარშუტკები მლეთა-გუდაურის მიმართულებით, დიდუბის სადგურიდან გადიან. გასვლის საათები არ ვიცი. თუ მოსალოცად ლომისის წვერზე უნდა ახვიდეთ, ქალაქიდან ადრიანად უნდა დაიძრათ. ზემოთ ასვლას მინიმუმ ორი საათი სჭირდება.

  • #12

    ეთო (Wednesday, 12 June 2013 16:37)

    ძალიან გთხოვთ მომწერეთ როგორ უნდა ჭამოვიდე თბილისიდან ლომისის მონასტერში მინდა ლომისობას დავესჭწრო და არ ვიცი საიდან გამოდიან მარშუტკები წელს როდის არის ლომისობა?

  • #11

    lomisasi (Saturday, 12 January 2013 10:43)

    პატივცემულო გია, თუ თქვენს ცნობებს ნარკვევის სახით გამოგვიგზავნით, მას ჩვენს გვერდზე მოვათავსებთ თქვენი ავტორობით. გმადლობთ

  • #10

    gia (Saturday, 12 January 2013 06:21)

    კიდევ ბევრი მასალის მოძიება შეიძლება ლომისის ისტორიის დასადგენად. აქვე წავიკითხე ანდრეზი-გდმოცემა, რომელიც ბურდულების ოსებთან ბრძოლა აღწერს. სინამდვილეში ეს ისტორია ბევრად ძველ ისტორიას ასახვას და მთიულების (ბურდულების წინამძღოლობით) თათარ-მონღოლებთან ბრძოლის პერიოდს ეხმიანება...სავარაუდოდ დავით მერვეს ხადაში ყოფნის დროს...პატივისცემით

  • #9

    gia (Saturday, 12 January 2013 06:12)

    ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ეს ადგილი დღეს ცნობილია ,,ამირანის–გორა”-ს სახელით, რომელზეც არის ლომისის სალოცავის ნაშთები. ლეგენდის მიხედვით აქედან გადაუბრძანებიათ ლომისის ხატი ლომისას სალოცავში. ახალციხეში შემორჩენილია ასეთი ლექსი:







    ლომისას ჯაჭვი ჰკიდია
    არვინ არ იცის ვისია,
    ე ჯაჭვი ჩემი ძმისია
    მესხეთით (შავშეთით) წამოღებული
    შავგრემანაის ყმისია.




    ლომისის ხატიდან გამომდინარე ამ დასახლებულ პუნქტს ერქვა ლომისა, რომელიც მოიცავდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროს ამირანის გორიდან დღევანდელი რაბათის დასახლების ჩათვლით. ხოლო მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი: მოღნისი, ზემო მარდა, ქვემო მარდა, ურია მარდა , ხვანა მარდა და მარდა, ასევე ქვემო ლაშიხევი.

    ლომსიას წარმოშობა და სამცხის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად გახდომა, განაპირობა მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რადგან იგი წარმოადგენს სტრატეგიულ გზაჯვარედინს, ქართლს, ჯავახეთს, აჭარა-იმერთსა და ტაო-კლარჯეთს შორის. ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება, როცა სამცხის ათაბაგებმა - ჯაყელებმა - აღადგინეს და განაახლეს ციხე სიმაგრე ლომსია და მას ეწოდა ახალციხე.

    XIII-XVII სს-ში ციხე-ქალაქი სამცხის ათაბაგ ჯაყელს ეკუთვნოდა და ამ საგვარეულოს მფლობელობაში იყო. 1578 წელს ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1628 წლიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა.

    1829 წელს როდესაც ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. რადგანაც ძველი დასახლება ვეღარ იტევდა ახალმოსახლეებს, ქალაქი განვითარდა ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, რის შედეგადაც გაქრა ადრე არსებული მარდიების დასახლებები. ახალციხეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1840 წელს.

  • #8

    qenqadze (Monday, 14 March 2011 21:11)

    didi madloba qeti. chemi sircxvili ro aqamde eg ar vicodi.

  • #7

    ქეთი ბურდული (Monday, 14 March 2011 09:17)

    აღდგომიდან მე-7 კვირას, სულთმოფენის დღესასწაულის შემდეგ ოთხშაბათს არის ლომისობის დღესასწაული.
    წელს 24 აპრილს აღდგომაა. 12 ივნისს- სულთმოფენობა და 15 ივნისს ლომისობა. სულთმოფენობის შემდეგ შვიდ დღეს ეძახიან მარტვილიის შვიდეულს. სწორედ ამიტომ ამბობს ასმათ ოქროპირიძე, რომ ლომისობა მარტვილიის ოთხშაბათს აღინიშნება. ის ემთხვევა მცხეთაში ჯვრის გამოჩენის დღესასწაულს და მთაში აძლიერებს მადლს მცხეთისჯვრის დღესასწაულისა.

  • #6

    qenqadze (Sunday, 13 March 2011 18:31)

    da rogor gamoitvleba am dgesaswaulis tarigi?

  • #5

    qenqadze (Sunday, 13 March 2011 18:24)

    mitxarit vinmem rodisaa lomisoba wels?

  • #4

    lomisasi (Sunday, 23 January 2011 19:19)

    დიდი მადლობა!!! ეს ხომ ჩვენი საერთო საიტია...შემოგვიერთდით, მოგვწერეთ, მოგვაწოდეთ მასალა, დავდოთ იგი ამ ინტერნეტ წიგნში! გელოდებით!

  • #3

    natia burduli (Saturday, 22 January 2011 13:12)

    dzalian kargi saitia.geweodet da gfaravdet lomisis madli da dzala!

  • #2

    დათო შაბურიშვილი. (Wednesday, 29 September 2010 12:27)

    ლომისის მადლი გვეწეოდეს.! კარგი საიტია

  • #1

    lomisasi (Monday, 07 June 2010 22:18)

    ყველა თქვენი კომეტარი წამეშალა :( შემთხვევით მაპატიეთ. იმედია, კიდევ გაწერთ თქვენს კომენტარს :)