ფოტოჩანახატი 3

300 ცხვარი ქვეყნის სამსახურში

გიორგი მერაბიშვილი
 
მაშინ როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ზეიმობდა და რუსთაველზე აღლუმი იმართებოდა, ახალგორის რაიონის აღმოსავლეთით მდებარე პოსტზე მდგარ რუს ჯარისკაცებს დურბინდები მოემარჯვებინათ და გაოგნებულები იცქირებოდნენ დუშეთის მხარეს, სადაც მთის წვერზე უამრავი ადამიანი მოგროვილიყო და ისეთი გნიასი იდგა, შეფუცხუნებული რუსები დურბინდს ერთმანეთს ხელიდან გლეჯდნენ, რათა უკეთ გამოერკვიათ, რა ხდებოდა მათსა და ქართველების თავს.
 
ხევისბერი და მტლაშა-მტლუში
 
ლომისობის დღესასწაული, რომელიც დუშეთის რაიონში, კონკრეტულად კი სოფელ მლეთაში იმართება, მოძრავია და აღდგომიდან 7 კვირის გასვლის შემდეგ იწყება. »»»