300 არაგველის ხსებენის დღე - 2010 წლის 24 სექტემბერი

24 სექტემბერს 300 არაგველის ხსენების დღეს მოხდა 300 არაგველის ხატის შეწირვა სამების ტაძარისთვის.
ჩვენთვის, ბურდულებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე.

 

ეს ხატი ბურდულების გვარის იდეით, ინიციატივით, ორგანიზებით და ღვთის შეწევნითა და კურთხევით დაიწერა ხატმწერ შოთა ცინცაძეს მიერ.

 

ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ  მთელი მთიულეთის გვარები გაერთდიანდნენ ამ იდეის გარშემო და ხატის დაწერაში მონაწილეობა მიიღეს.

 

სწორედ ეს ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

 

წელიწადზე მეტი ველოდით ამ ხატის დაწერას.
ეს არის 300 არაგველის პირველი ხატი, მსგავსი ჯერ არ არსებულა, სწორედ ამიტომ დასჭირდა ხატის დაწერას ამდენი დრო.

 

ხატის დაწერა ორი კვირის წინ დასრულდა. იგი ჯერ სვეტიცხოველსში დავაბრძანეთ, შემდეგ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, სამებისთვის შეწირვა კი სიმბოლურად დავამთხვიეთ 300 არაგველის ხსენების დღეს.

ერეკლე მეფის შთამომავალიც, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენს გვერდით იყო.

 

ნანი ბურდული

2010 წლის 24 სექტემბერი

 

300 არაგველის ხატი - ბურდულების ხორცშესხმული იდეა

ხატმწერი - შოთა ცინცაძე
ხატმწერის ნამუშევრები ნახეთ აქ
 

არაგვის ხეობაში დაწერილი ხატი თბილისს მობრძანდება.

მას ამ გზაზე დაასვენებენ სვეტიცხოვლის ტაძარში, კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში და 

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში

 

 

სვეტიცხოველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტოს ავტორები: ქეთი ბურდული, ნანი ბურდული, ნათელა მძელური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

- მეფევ ბატონო, ნუ მიწყენ და შეიძლება რამოდენიმე შეკითხვას მოგცემთ?

- ვინ ხარ?
- არაგველი ვარ, შავი არგვის ხეობიდან, გუდამაყრელი...

- რას ითხოვ?

- რას იტყვით კრწანისზე, მეფევ ბატონო?
- რა მეთქმის?... გამყიდეს... მაშინ 5 ათასი მეომარი ძლივს ვიშოვე. ჩემს დასაფლავებაზე კი 20 ათასი იყო მოსული.
- მეფევ ბატონო, რამდენი წლის ბრძანდებოდით კრწანისის ომში?
- სამოცდათხუთმეტის...
- ახლა, ახლა თუ ფიქრობთ ჩვენზე?
- მა ვისზე ვიფიქრო, ბალღოო?
- არაგველების საძებნელად გამომგზავნეს გუდამაყრიდან.
- წადი, კრწანისში არიან.
- მშვიდობით ბრძანდებოდეთ, მეფევ ბატონო...
"აღდგომა", გოდერძი ჩოხელი

 

 

 

 

 

 

 

  ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

ფოტოს ავტორები: ქეთი ბურდული, ნანი ბურდული, ნათელა მძელური

"წმ. ნიკოლოზის ეკლესიიდან - კრწანისის ველისაკენ"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრწანისის ველი -    ხატის  მოლოდინში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

- არაგველებო! არაგველებო!
სადა ხართ, არაგველებო? სადა ხართ, სად?
- აქეთ წამოდი, შვილო, აქეთ... აქეთ...
- არაგველებო!
სადა ხართ, არაგველებო?
არაგველებო!
ქართველებო!
არაგველებო!
ჰე,ჰე,ჰე, ჰეეეე!
სადა ხართ, არაგველებო?

"აღდგომა", გოდერძი ჩოხელი

 

 

სათაყვანო მეფისა და საძულველ მტერთ შორის გაურღვეველ კლდედ აღიმართნენ უკანასკნელნი არაგველნი. 

 

 

 

 

„ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს თხოვნით 300 არაგველის ხატის კურთხევის და კრწანისში მოწამენი წმინდანების ხსენბას მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო ერეკლე მეორეს შთამომავალი, ბაგრატიონების სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი და სამეფო სახლის კანცლერი კახა ქორიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქეთი ბურდული, (ა)იპ „ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს გამგეობის თავმჯდომარეს მოადგილე - 300 არაგველის ხატის დაწერის იდეის სულისჩამდგმელი 

"საქართველოს საგვარეულო კავშირი - გვარი და გვარიშვილობა"
ლევან ფრუიძე (პროფესორი, ეთნოგრაფი), ლექსო ნაზღაიძე (ეთნოგრაფი),
300 არაგველის ხატის დაწერის საქმეში საგვარეულო კავშირების ჩართვის იდეატორი

 

 


ნანი ბურდული, (ა)იპ „ბურდულების საგვარეულო კავშირი“-წევრი და 300 არაგველის ხატის დაწერის ერთერთი ორგანიზატორი

 

ხატმწერი - შოთა ცინცაძე მეუღლეთურთ
 ხატმწერის ნამუშევრები ნახეთ აქ

ბურდულების ვირტუალური თავშეყრის ვირტუალური დარბაზი - დააწკაპუნეთ და შებრძანდით!