არქიმანდრიტი მღვდელ-მონაზონი სერაპიონ ჯიშკარიანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მშობლიური ხევის მოსალოცად 4 ივნისს დილით გაემგზავრა. პატრიარქმა მთიულეთში გავლისას ჩვეულებისამებრ მოილოცა ლომისა _ მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და არქიმანდრიტის ხარისხში აღამაღლა მონასტრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი სერაპიონ ჯიშკარიანი. ხევში სტუმრობისას პატრიარქს ახლდა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე, ადგილობრივი მღვდელმთავარი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი ეგუდიელი და ცურტაველი ეპისკოპოსი იაკობი.

"...  მომავალში, როდესაც ლომისის წმ. გიორგის მონასტერი წელში გაიმართება, აქ იმდენი მადლი დატრიალდება...  მონასტერი ღონიერია და ყველაფერი კარგად იქნება.  ერთმანეთს შევეწევით,  რადგან ერთი ხალხი ვართ, ერთი სარწმუნოებისა ვართ, ერთი სისხლისა, ერთი მიმართებისა და წარმართებისა ვართ. ერთი უფალი იესო ქრისტე გვყავს მამა და მშობელი..." - მღვდელ-მონაზონი სერაპიონი

 

ვიდეოჩანაწერი სრულად იხილედ აქ



მღვდელმონაზონ სერაპიონზე ნახეთ სხვა ვიდეოჩანაწერი აქ

 

"საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოგზაურობა თუშეთსა და ხევსურეთში"- video-ს სანახავად სურათზე დააწკაპუნეთ

 

 

 

ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი


 " ხვთისმოყვარული ხალხია მთის ხალხი და ხატობა არის, აღდგომის ტროპრის დასურათხატება. ხატი,ძველქართულად ნიშნავს ჯვარს და ხატობაში ამოსვლა, ნიშნავს ჯვრისთაყვანისცემას. –„ ჯვარსაშენსა თაყვანი ვცეთ მეუფეო და წმინდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“  და, აი ამ სადიდებელი გალობით, ხატობაში დადის ხალხი...უბრალოდ, დღეს შეიძლება დაავიწყდა. მაგრამ, ისეთი ხასიათი აქვს და გული, რომ თუ სწორადაუხსნით და განუმარტავთ, აუცილებლად უკლებლივ ყველა დაბრუნდება ამ რწმენამდე.

.ეს მთა ერთი დიდი მონასტერიადა აქ მცხოვრები ხალხი, მონაზვნებივით იყვნენ. მონაზვნობა რა არის?  შეუპოვრობა, შეუდრეკელობა,ერთგულება. ეს ხალხი აიამ შეუპოვრობით, შეუდრეკელობით, ერთგულებით, ხვთის ერთგულებით ცხოვრობდა..."- ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი