გვანცა გაგაძე

 

 

 

გვანცა გივის ასული გაგაძე, დაიბადა 1986 წლის 28 სექტემბერს, დუშეთის რაიონის სოფ. მლეთაში. დაამთავრა არასრული საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მ. თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმში გამოყენებით ფაკულტეტზე - გობელენის რესტავრატორის სპეციალობაზე. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტზე - ტექსტილის დიზაინის სპეციალობაზე. 2008 წელს დაამთავრა აკადემია და დაბრუნდა მთაში. მუშაობა დაიწყო, გუდაურის სკოლაში, ხატვის მასწავლებლად.

„სიკეთე გაამრავლეო“
„სიკეთე გაამრავლეო“

 

გამიგონია: - ბოროტებას კი ნუ ებრძვი, სიკეთე გაამრავლეო…. ამ რწმენით იწყებდნენ ჩვენი წინაპრები ყველა საქმეს და სულიერს ქმნიდნენ.... მათგან დატოვებული ნივთიერი ძეგლები ნამდვილ ღირებულებებზე გვიამბობენ. მხნეობა, სიმტკიცე, ღირსება.... იკითხება, არაგვის ხეობაში, აშენებული ტაძრებიდან და კოშკებიდან. დამეთანხმებით, თითოეულ თქვენგანში მომხდარა სულიერი კათარზისი მათთან შეხებისას.... ან კიდევ, ჩვენი დიდი ბებიის დანატოვარი ფარდაგი,?!.... რას არ ნახავ აქ; ჩიტს, ყვავილს, ბუჩქს, ცხოველს. ურიცხვი ფერი და ორნამენტი სრულ ჰარმონიაშია. მშვიდობასა და სიკეთეზე, ქვეყნის სრულქმნილებაზე და დაუღამებელ დღეზე გველაპარაკება მთიული ქალი. უწინ ყველა ოჯახში იქსოვებოდა ფარდაგი..... მასზე იდგამდა ჩვილი ფეხს. მის ფერთა გამაზე უყალიბდებოდა გემოვნება და რწმენა სიკეთის გამარჯვებისა. განა ეს სული არ ედგა 300 არაგველს, გადასარჩენი რომ გადაარჩინა?! ჩვენ კი, ჩვენი წილი გვაქვს გადასარჩენი....

დღეს მთაში ფარდაგს აღარ ქსოვენ. ქართული ორნამენტი და ბუნებრივი საღებავის მიღების წესიც მივიწყებულია. მომავალ თაობას რომ შევუნარჩუნოთ ტრადიციული ხელსაქმე და შინამრეწველობა, მლეთაში ვგეგმავთ სტუდია სახელოსნოს დაარსებას და წინაპრების საქმის ერთერთ გამგრძელებლად გვანცა გვეიმედება.... „ სიკეთე გაამრავლეთო“ …..

ქ. ბურდული,

ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ის თავმჯდომარის მოადგილე

"ანგელოზები"    Copyright ©
"ანგელოზები" Copyright ©

 

 

ამ საწუთროში ქართველად მოველ,
საქართველოა ჩემი ფესვები.
ჩემში სისხლია წმინდა ქართული,
სული უფალთან შენავედრები.


ამ საწუთროში ქართველად მოველ,
საქართველოა ჩემი ტაძარი,
ჩემი სისხლის და ხორცის საუფლო
და ჩემი ძვლების ძვალთშესაფარი...

რუსიკო ურიდია

 

Copyright ©
Copyright ©
"სურნელი"      Copyright ©
"სურნელი" Copyright ©

 

 

"გამოიღვიძებს ჩემს სარკმელთან იასამანი,

მეც გარდასული სიყვარული მომაგონდება..."

 

ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება
და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი.
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი.

 

"დეკორატიული ეკალი"   Copyright ©
"დეკორატიული ეკალი" Copyright ©

 

 

ვცვდებით,
არ ვიცვლებით,
როგორც ქარიშხლები,
ქვიშის
საათებიც თავქვე გაგვირბიან.
ისე მომენატრე,
ისე გაგიჟებით,
სულში უფერული წვიმის აპრილია.

"მთის ქალი"   Copyright ©
"მთის ქალი" Copyright ©

 

 

ამ საწუთროში ქართველად მოველ,
მეფე დავითის მკერდს გადავდივარ,
სადაც და როგორც არ უნდა ვიყო
ხმამაღლა ვიტყვი რომ ქართველი ვარ!

რუსიკო ურიდია

"აბსტრაქცია" Copyright ©
"აბსტრაქცია" Copyright ©

 

 

 

"მე მდუმარებას ღმერთი ვუწოდე,
მომავლის ფერებს ლოცვებში ვსახავ..."

 

"ნატურმორტი"Copyright ©
"ნატურმორტი"Copyright ©

სადღაც შორიდან მეძახის ვიღაც,
ქარს ახლოს მოაქვს, ხმის ჰარმონია.
როგორ მივაღწევ დასახულ მიზანს,
თუ ჯერ მიზანიც არა მქონია.
მე მეძახიან შორიდან ახლა,
დაღლილ გონებას ვაფხიზლებ ძალით,
თუ მეძახიან, რატომ ვგრძნობ დაღლას,
დაცემა არ მსურს ცოცხალი თავით.
მე მეძახიან გამოვხსნი სარკმელს
და უკანასკნელს მოვიკრებ ძალას.
ვიღაცა მეტყვის ბოლომდე სათქმელს,
ვიღაც კი რამეს მაინც დამალავს.
გამთენიისას ვინ მიხმობს ნეტავ?
თუ მატყუებენ ჭინკობის თვეში,
უზნეო ქარი წართმევას ბედავს,
შენ რომ სურნელი ჩამიწენ თმებში.

ნანა მეფარიშვილი

"აბსტრაქცია"  Copyright ©
"აბსტრაქცია" Copyright ©

"მე ამ ფერებში ვაქსოვ წარსულს, აწმყოს, მომავალს.
ასეთი გამა ალამაზებს დღეს ჩემს სამყაროს.
მაგრამ ყოველთვის მახსოვს ერთი მკაცრი პირობა,
რომ მე ფარ-ხმალი არასოდეს უნდა დავყარო.

და ახლაც ხელში მიკავია გასვრილი ფუნჯი,
შენ ახლაც ისე გაოცებით უყურებ ტილოს,
რომ შენს თვალებში იკითხება გულუბრყვილობა,
რომლის დამალვას ახლაც ისევ ჯიუტად ცდილობ."

 

"აზრით დავიღალე"   Copyright ©
"აზრით დავიღალე" Copyright ©

 

 

დარდი სველი ფუნჯით ვეღარ გავიქარვე,

და ვერც ფანტაზია აზრად გავიტანე,

ჰოდა ძველებურად ფიქრში დავიმალე.....

 

და თუ შორს მიმავალს გზაში დამიღამდეს

ესეც გამიხარდეს,

თოვლი თეთრია და ღამეს გამინათებს.....

"დეკორატიული პეპელა"  Copyright ©
"დეკორატიული პეპელა" Copyright ©

 

 

 

"მე მაინც უნდა ავფრინდე, _
ავფრინდები და...
ფრრი..."

 

"პეპელა" Copyright ©
"პეპელა" Copyright ©

 

გამთენიის ნაცრისფერი ბინდია _
დედამიწის ბუნდოვანი მანდილი,
გულში წმინდა ჟრუანტელი მინთია,
აღსრულდება ნუთუ გულის წადილი.

"შემოდგომა" Copyright ©
"შემოდგომა" Copyright ©

 

შემოდგომა,

გაყვითლებულ ფიქრებს ელის...

და ფოთლები ეცემიან მიწას მძიმედ...

"ქრისტეს ცრემლები" Copyright ©
"ქრისტეს ცრემლები" Copyright ©

 

ვმღერი ქართულად - მადლობა ღმერთს! ნებადართულად!


მე ყოვლად ქართველს, ყოველლივე მიყვარს ქართული.

"ღვინისფერი შემოდგომა(გობელენი)" Copyright ©
"ღვინისფერი შემოდგომა(გობელენი)" Copyright ©

 

გარეთ ფეხით მოსეირნე შემოდგომამ,

ჩემს ფანჯრებთან ხეტიალი დაიჟინა,

ქარმა კარში ის ფოთლები შემოლალა,

განწყობად რომ გადავფერთხე აივნიდან.

ფარდებს მიღმა სურნელი დგას ახლა ყავის

და თხელ თითებს ცხელ ფინჯანზე უხმოდ ვითბობ,

ვგრძნობ სიმშვიდე არ სჭირდება აღარავის,

ის დრო არის ოქტომბერს რომ ვუმაისო.

"გრაფიკა"   Copyright ©
"გრაფიკა" Copyright ©

 

ხატავს... უყურებს...

არ მოსწონს, შლის..!
ჩრდილებს უწუნებს..
ფანქრის წვერს თლის.
წაშლილზე ხატავს..
მერე კვლავ შლის..

"ნატურმორტი(ზეთი)" Copyright ©
"ნატურმორტი(ზეთი)" Copyright ©

 


"სიზმრებმა დაგხატეს

და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ...

და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს..."


 

 

რაც კი უხსოვარ დროიდან
ჩვენს გულში ცეცხლად ანთია,
ქართველ ხალხს ქართულ ცეკვებში

ჩაუქსოვ-ჩაუხატია.

 

Copyright ©
Copyright ©
Copyright ©
Copyright ©
Copyright ©
Copyright ©

 

 

 

 

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,

 საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.

 მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,

 რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

 

                               ნ.ბარათაშვილი

"თექა(დეტალი)" Copyright ©
"თექა(დეტალი)" Copyright ©

 

 

 

"თუმც სიამაყე შემომრჩენია,
რომ ქართველი ვარ და არ მრცხვენია,
მე ამას ვიტყვი ჩემი დღენია,
ჩემი სამშობლო ბოლოს ჩემია!"

 

თეთრი გვირილების თოვლში

მინდოდა მეპოვნა კოცნა,

არ ვიცი დავკარგე როდის,

არ ვიცი რამდენი დროა.

 

თეთრი გვირილების თოვლში

ცრემლი, გაბნეული ბროლად,

გთხოვ, ნუღა მოიხდი ბოდიშს,

ცოტაც და ზამთარი მოვა.

 

მთხოვენ გვირილები ლოდინს,

მე კი ვეღარ შევძლებ მოცდას,

ცოტაც და დაჭკნება ლოცვით

თეთრი გვირილების თოვა...

"გვირილები დილით"
"გვირილები დილით"

 

 

"გზის პირას თეთრი გვირილა
ჩამოიმძიმებს თვალებს,
შემობინდებას ნათელით
შემოუძღვება მთვარე.
განთიადისას დაფურცლავს
მიწას ყვავილთა თოვა,
კითხვადქცეულა გვირილა:-
"მოვა? არ მოვა? ...მოვა!"

"ყვავილი ლოდზე"
"ყვავილი ლოდზე"

 

 

"აყვავებულა არაგვზე დეკა, 
ნისლი მოცურავს მთა-მთა.

ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,
არ მაკოცება ნეტა?

ამ ქარაფებს და კლდოვან ბილიკებს, 
რაისად სთელავ კენტად........"

 

                ე.უძილაური

კადრი ზვავს მიღმა
კადრი ზვავს მიღმა

თეთრ თოვლის ქვეშ სიზმრებს წაჰყვა მთის გრეხილი უხმო შორი,
და მღელვარე გაზაფხულზე ძილს მიეცა ველ-მინდორი. 

თოვლის ფიფქით შეიმოსა ნაძვი, ტოტებდახლართული, 
და მღელვარე გაზაფხულზე, გაიყინა ნაკადული. 

გაიყინა ცის ლაჟვარდი, გაიყინა ქვეყნის გული, 
და, მღელვარე გაზაფხულზე, ტყე გარინდდა დაბურული. 

სად, სად გაჰქრა მშვენიერთა ყვავილთა და ფოთოლთ კრება, 
და ოცნება გაზაფხულის მუდამ რისთვის მესიზმრება?

 

 

                                                                                     გ.ტაბიძე

"ხევს შეფარებულნი"
"ხევს შეფარებულნი"

 

 

 

ნაზამთრალ სულში ნატვრამ იფეთქოს,

სიცოცხლე ასე ხელახლა მოდის.

გუგულის კაბა
გუგულის კაბა

 

 

ხავერდოვან მინდვრის ბალახს მობიბინე არხევს ქარი,

 თითქო ალერსს ევედრება და ჩურჩული ისმის წყნარი.

 მაგრამ მალე დაღლილ ყვავილს გაშორდება ცელქი ქარი, 

 გაიტაცებს ობოლ ყვავილს სწრაფ-უმიზნო ნიაღვარი.

 

                                 გ.ტაბიძე

ჭიამაია თხილზე
ჭიამაია თხილზე

 

 

 

"მზე ეხუჭება, როგორც ობობა, 

 ნაზად დაქსელილს ხის კენწეროებს. ..."

საღამო
საღამო

ვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს.

 

შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან.

 

მე გავალ ამ ქარში, გავიტან ამ ვარდებს

 

და შენი ლოდინის სიმღერას გავატან.

                                          გ.ტაბიძე