ლია კაიშაური. "მთიულური ტექსტები", "ანდრეზი ბურდულებზე"

ლია კაიშაური
ლია კაიშაური

ლია კაიშაური

1949 წ. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს
სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1967წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1970წ-დან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია.. მისი უშუალო მონაწილეობით შედგა და გამოიცა რუსულ-ქართული სამტომეული ლექსიკონი და რუსულ-ქართული ლექსიკონის ერთტომეული. ლ. კაიშაური აქტიურ მონაწილეობას იღებდა აგრეთვე ქართულ-რუსული ერთტომეული ლექსიკონის შედგენა-რედაქტირებაში. იგი სხვებთან ერთად მუშაობდა ვრცელი რუსულ-ქართული (ოთხტომეული) ლექსიკონის შედგენაზე.
მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის უცხო ენების კათედრაზე. იყო ასპირანტურაში მისაღები და საკანდიდატო გამოცდების გერმანული ენის კომისიის თავმჯდომარე.
მრავალი საყურადღებო სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მათ შორის ორი წიგნისა: მთიულურის დარგობლივი ლექსიკა (1967), მთიულური ტექსტები (1978)

 

 

ჩვენ მთიულეთზე ვიცი, რო სამასი არაგველები ხომ აქედან აღმოჩნდენ. ხატი გამოუბრძანებია, მათ დაუსვენებიათ ხატი.ვინ მაიტანა, რა ვიცი? სამასი კი მოკვდა. ბებიამ დათვლისკე, რომ მისი ცხენი შინ მოვიდა დაგლეჯილი. ცხენი წლამდე არ ივიწყებს სახლი გზასაო და მოსულაო, ის დამახსოვნდა მენა.

კაიშაურები

მთლიანად წასაკითხად გადმოტვიტთეთ ფაილი

ლია კაიშაური. მთიულური ტექსტები
ლ. კაიშაური. მთიულური ტექსტები.pdf
Adobe Acrobat Document 43.6 KB

აქედამ თათრები შემოგვსევია, იქიდამ დვალნი. თურმე გარეკეს მთელი ახალგაზრობა აზატხანის ომში. აქედანაც მოვიდა ხმა: „მოდიანო“. გაიგეს ხალხმა. ხნიერი ხალხი შაშინდა; ჩონი საქმე ცერად არისო“. კაცებმა უთხრეს ერთურთს; „ ავდგეთ, წავიდეთ, სანამდე შინ არ მოგვიხდებოდნენო“ და შეყარნენ და დახვდნენ დარიალში; ბურდულები, კობაიძეები. გახდა ბრძოლა.

ერთი ხადელი კაცის გამოლექსილია;

 

დარიალში შაიბნენ, გაუთენებლივდ ილითო,

ივანე ნადიბაიძე შელესილ იყო რკინითო.

გვერდს ახლდა ბურდული გარსევანი, გული და მკლავი რკინისო,

მისთიბდენ მტრისა ლაშქარსა, როგორც მთიბელი თივასო.

სიბერე ახლდა გარსევანს, გამზრდელსა შვიდი შვილისა,

მაგრამ ხომ იცით, ათისგან ასი არ მოიკვლებისო.

გატეხეს თემი სიმძლავრით, დღეც გაუთენეს ჭირისო,

მძიმე ყალანი დაადვეს, როგორც უღელი რკინისო.

 

მთლიანად წასაკითხად გადმოტვიტთეთ ფაილი

ლია კაიშაური. ანდრეზი ბურდულებზე
ანდრეზი ბურდულებზე ლ.კაიშაური.pdf
Adobe Acrobat Document 33.1 KB