ხე, ნაყოფით იცნობაო

ამბავი, რომლითაც ჩვენმა წინაპრებმა, ბურდულების გვარიმთიულეთშისახელიანი გახადეს, თვითოეულმა ჩვენთაგანმა, ზეპირი გადმოცემით ვიცოდით. საიტის კეთების პროცესში, ყველგან ვეძებდით მასალას გვარის ისტორიაზე და გაფანტული სახით ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში აღმოვაჩინეთ. (ლ. კაიშაურის წიგნში „მთიულური ტექსტები“).

ბრძოლის ამბავი, რომელიც ძმებმა ბურდულებმა წამოიწყეს, უღირსებისა და ბოროტების წინააღმდეგ, მე-18 საუკუნის პატივაყრილ მთიულეთში, აღწერილია ხადელის ლექსში. სადაც, მეტნაკლებად იხატება ბრძოლის სურათი. გადმოცემით ცნობილია,რომ ერთერთ ძმას, ხატისგან ჰქონდა გამოცხადება, რამაც განაპირობა მისი მხნეობა დათანამებრძოლებიც დაარწმუნა უთანასწორო ბრძოლის გამარჯვებაში. რწმენით წამოიწყეს ძმებმა ბრძოლა და აი შედეგი: -...“ შვიდი ათასი კაცისგან შვიდი გაგზავნეს შინაო“. შემდეგ, -...“ცამ გადიყარა გულიდან ღრუბლები ავი დარისო. ამოიყარეთ მტრის ჯავრი, სადარდო რაღა არისო. შემოიკრიფენ ბიჭები სიმღერითა და ლხინითო“. ... აი რას ამბობს ბოლოს მლეთელი მოხუცებული; -„ ამის შემდეგ დაისვენა საქართველომ, დღემდის ჩვენს მოხუცებულებს აქუს გასაღები. თუ ბურდულმა არ დაუკლას საკლავი, არ ღებულობს ლომისა, ეგეც ღვთისგან არის“. ამ ბოლო ფრაზაში ჩანს მთავარი. ღვთის ნებას დაემორჩილნენ ძმები, რწმენით გაძლიერდნენ და სძლიეს მტერს.

... რომელნიც რწმენით სძლევდნენ მეფეებს, იქმოდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, შრეტდნენ ცეცლის ძალს, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან, მძლავრობდნენ ბრძოლაში, აოტებდნენ უცხო თესლთა ლაშქარს ( ებრ.11.33.) _ ამაზე უკეთესად ვერაფერს დავწერ....

ჩვენმა პაპებმა იცოდნენ რომ, ხის სიძლიერე ფესვებით იზომება, ამიტომაც არ ივიწყებდნენ და გადმოცემით ინახავდნენ გარსევანს და მის შვილების სახელებს; ხუცას, შიო ბურდულს - 1804 წლის მთიულეთის აჯანყების მეთაურს. კრწანისის ომის მონაწილე ბურდულებს.... ერთერთ მათგანს ხომ ისევ შიო ერქვა. ...„წინ მიჰქრის შიო ბურდული... (ეს სტრიქონი, ჩემს ბავშობაში ლექსად გამიგონია,რომლის დასასრულს სამწუხაროდ ვეღარ ვიხსენებ). ჩვენს შთამომავლობასაც რომ არ დაავიწყდეს, ან არ დაავიწყონ მათი სახელები, იქნებ ბურდულების გვარის ისტორიის ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდი, ხადელის გალექსილი ამბავი, დასურათებულ წიგნად გამოვცეთ?

 

ქეთი ბურდული, (ა)იპ „ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს გამგეობის თავმჯდომარეს მოადგილე 2021 წლამდე